მოგესალმებით "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი"-ს კინოკლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. კინოკლუბის ადმინისტრაცია საიტზე განათავსებს აქტუალურ ინფორმაციას კინოჩვენებების და სხვა სიახლეების შესახებ.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სკოლაში საორგანიზაციო ჯგუფის მიერ დაარსდა კინოკლუბი, რომლის მიზანია მეტად მრავალფეროვანი გახადოს სტუდენტური ცხოვრება. საორგანიზაციო ჯგუფი ღიაა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ნებისმიერი სტუდენტისთვის. კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ეთანხმება კლუბის წესებსა და წესდებას. კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია GIPA-ს სტუდენტებისთვის, ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისთვის. ფილმები შერჩეული იქნება კინოკლუბის წევრების მიერ თანმიმდევრული წესით და მის ჩვენებაზე პასუხისმგებლობას შერჩეული ფილმის ავტორი იღებს. კინოჩვენებაზე დარიგდება უფასო პოპკორნი და ტკბილი სასმელები. ყოველი ფილმის ჩვენების შემდეგ შედგება დისკუსია ნაჩვენები ფილმის შესახებ, სადაც დამსწრე წევრები ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე. ფილმის ჩვენება გაიმართება ყოველ ორშაბათს, 12:30-ზე.

მალე
...
---

მალე
...
---

მალე
...
---

მალე
...
---

მალე
...
---

მალე
...
---

კინოკლუბი
ჩვენი საქმიანობა და წვლილი GIPA-ს სტუდენტური ცხოვრების განვითარებაშისტუდენტური ცხოვრება
კინოკლუბის ძირითადი მიზანია - წვლილი შეიტანოს სტუდენტური ცხოვრების განვითარებაში და გაზარდოს სტუდენტების ჩართულობა შიდასაუნივერსიტეტო პროცესებში.
კინოჩვენება
კლუბის მმართველობის მიერ, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია სტუდენტებისგან, ყოველ ორშაბათს, 12:30-ზე იმართება კინოჩვენება.
დისკუსია
ყოველი ფილმის ჩვენების შემდეგ შედგება დისკუსია ნაჩვენები ფილმის შესახებ, სადაც დამსწრე წევრები ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე.

