სამაგიდო თამაშების კლუბი "lab" დაარსდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში 2017 წლის 5 ოქტომბერს. "lab"-ის მიზანია განავითაროს სამაგიდო თამაშების კულტურა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტთა შორის და მეტად მრავალფეროვანი გახადოს მათი სტუდენტური ცხოვრება.
სამაგიდო თამაშების კლუბი "lab" ღიაა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ნებისმიერი სტუდენტისთვის. კლუბის ხელმძღვანელობა გეგმავს სხვადასხვა ტურნირს როგორც ინსტიტუტის ფარგლებში, ასევე ფარგლებს გარეთ. კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ეთანხმება კლუბის წესებსა და წესდებას.