კინოკლუბის ფარგლებში ფილმის ჩვენება იმართება კვირაში ერთხელ, ორშაბათს, 12:30 - მმართველობის სკოლის ლაბორატორიაში - იეთიმ გურჯის ქ. 7ბ. კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია GIPA-ს სტუდენტებისთვის, ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისთვის. ფილმები შერჩეული იქნება კინოკლუბის წევრების მიერ თანმიმდევრული წესით და მის ჩვენებაზე პასუხისმგებლობას შერჩეული ფილმის ავტორი იღებს. კინოჩვენებაზე დარიგდება პოპკორნი და ტკბილი სასმელები.
ყოველი ფილმის ჩვენების შემდეგ შედგება დისკუსია ნაჩვენები ფილმის შესახებ, სადაც დამსწრე წევრები ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე. ამავე დისკუსიის შემდეგ, დარიგდება ფილმის შეფასების ფორმა, რომელიც საბოლოო ჯამში, გამოავლენს ფილმის რეიტინგს. ყოველი სემესტრის ბოლოს, საუკეთესო რეიტინგის მქონე ფილმის შემრჩევი სტუდენტი დასაჩუქრდება სიმბოლური წამახალისებელი საჩუქრებით.
კლუბის თითოეული წევრი პასუხისმგებელია ყველა ტექნიკურ და სხვა საშუალებებზე, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ფილმის გამართული მსვლელობისთვის GIPA-ს ადმინისტრაციის მიერ;
კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანოს აუდიტორია, რომელშიც ჩატარდება კინოჩვენება;
კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია აუდიტორიაში დაიცვას სისუფთავე და დანაგვიანების შემთხვევაში, ერთობლივი ძალებით უზრუნველყოს აუდიტორიის დასუფთავება;
კინოჩვენებისას, კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე და არ შეუშალოს ხელი ფილმის ჩვენების მსვლელობას;









