დღეიდან, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სამაგიდო თამაშის თამაში GIPA-ს სამაგიდო თამაშების კლუბში შეგეძლებათ
თამაში "მენეჯერი" - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამაგიდო თამაშის - "მონოპოლის" ქართული ანალოგია. თქვენ გეძლევათ საშუალება გახდეთ მონოპოლისტი ბაზარზე და შეისყიდოთ ისეთი კომპანიების აქციები, რომელთაც დღესაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
თამაშის პროცესი მარტივი და ზუსტი მოდელის მეშვეობით გასწავლით თუ როგორ იქმნება ესა თუ ის მსხვილი მსხვილი ფინანსური სტრუქტურა. თქვენ საშუალება გეძლევათ შეისყიდოთ ან გაყიდოთ მიწა; განახორციელოთ "მონეტიზაცია"; იარსებოთ მკაცრ კონკურენტულ პირობებში; გადაიხადოთ აუცილებელი გადასახადები; აიღოთ სესხი ბანკში. გამარჯვებულია ის მოთამაშე, ვინც მაქსიმალურად ფრთხილად და გონივრულად გათვალა სვლები და აღმოჩნდა ერთადერთ მონოპოლისტად ვირტუალურ ბაზარზე.