ჭადრაკი ახალი წესებით
ლეგენდარული, საერთაშორისოდ ცნობილი თამაში, სადაც თქვენ ჯარის მეთაურის როლს იკისრებთ. თამაშის პრინციპი საკმაოდ სტანდარტულია - თქვენ ალაგებთ თქვენს ჯარს, მოწინააღმდეგე - საკუთარს - და იწყება ტაქტიკური ბრძოლა!
განლაგებულ ჯარს მხოლოდ თქვენ ხედავთ. სწორედ განლაგების ეტაპზე წყდება თამაშის ბედის ძირითადი ნაწილი, თუმცა თქვენი ტაქტიკური ინტელექტი თამაშის მსვლელობისასაც გამოგადგებათ. გამოიყენეთ თქვენი ცოდნა მოწინააღმდეგეს ფსიქოლოგიის შესახებ; მაქსიმალურად ეფექტურად დაგეგმეთ თქვენი სტრატეგიული სვლები. ითამაშებთ პრაგმატულად თუ გამოიყენებთ ბლეფს? ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.